საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 48 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია. 

დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 278 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 564
  • გამოჯანმრთელებულია -  3 992
  • მათ შორის გარდაცვლილია - 48;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი