ოლიგარქის მოსამართლემ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სერგო მარიამიძეს, რომელმაც აქციაზე ფოიერვერკის მსროლელ ბიჭს ხელი გადახვია

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ნინო ენუქიძემ სერგო მარიამიძე სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სერგო მარიამიძე ადმინისტრაციული წესით 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აქციაზე დააკავეს. მარიამიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე მან ხელი გადახვია ფოიერვერკის მსროლელ ბიჭს, რომელსაც არ იცნობდა და მისი დაკავების საფუძველი სწორედ ეს გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და 174 პრიმა მუხლის - შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას - პიროტექნიკის სროლას ედავებოდა.

სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა ვიდეო მტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანდა, რომ პიროტექნიკას სხვა პირი ისროდა. მოწმე პოლიციელმა კი აღნიშნა, რომ პიროტექნიკა ეკავა როგორც არაიდენტიფიცირებად პიროვნებას, ისე - სერგო მარიამიძეს. თუმცა, როდესაც დაცვის მხარემ კვლავ დაუსვა დამაზუსტებელი შეკითხვა, მოწმე პოლიციელმა სასამართლოს წინაშე მიცემული თავდაპირველი ჩვენება გადააკეთა და განმარტა, რომ სერგო მარიამიძემ არაიდენტიფიცირებად პირთან ერთად გაისროლა ერთი ფოიერვერკი.

სერგო მარიამიძის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველო“ იცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი