რეჟიმის ტყვე 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვასთან ერთად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც მოხდა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ძველი გადაწყვეტილება - პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად მათე დევიძე კი, გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს