მერიის თანამშრომელი და "ოცნების" აქტივისტი - მარნეულში მომხდარ ძალადობაზე შსს-მ დაკავებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შუბითიძე დააკავა.

აქვე, ოფიციალური განცხადება დამნაშავეთა დაპატიმრებაზე შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

ინციდენტში მონაწილე დაზარალებულების თქმით, 2 პირის დაკავება საკმარისი არ არის, რადგან ჯგუფურ თავდასხმაში გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე. 

ვინც დააკავეს, ამათ ჰყავდათ ხელმძღვანელები, თავისით ესენი არ მოქმედებდნენ. პირველ რიგში, დავალებების გამცემები არიან დასაკავებლები, - ამბობს დაზარალებული, ლაშა ქველაძე 

ამ დროისთვის მარნეულში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც არიან ჩასულები. მათი თქმით, "ოცნების" წინასაარჩევნო ქმედებები "მათი პოლიტიკური იმედების დაკარგვასა და ძალაუფლების დასრულებაზე მიუთითებს". 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი