ბალდის ინვესტორი კომპანიის დირექტორი სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

ბალდის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბალდის მოძრაობის წევრზე ფიზიკური ძალადობის გამო, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.

თავდასხმა 2023 წლის 10 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების ოფისში მოხდა, როცა მოსახლეობამ კანიონის შესახებ მიმდინარე შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

გიორგი მერკვილაძე ბრალდებულია კიდევ ერთ, მოსახლეობაზე ჯგუფური ძალადობის საქმეში. 
კომპანია “კანიონი350” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური პარტნიორი კომპანიაა. ბალდის კანიონის მცველების განცხადებით, სწორედ ერთმანეთთან კორუფციული გარიგების გზით, ადგილობრივებისგან მალულად გაიყიდა ბალდის კანიონი და მდინარეზე ჩასვლა 40 წლით აეკრძალათ.

სოფელ ბალდის მოსახლეობა 500 დღეა აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ითხოვს გაუქმდეს იჯარის ხელშეკრულება და კანიონი დაუბრუნდეს ხალხს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი