ოლიგარქის პროკურატურა რეჟიმის ტყვეების ისევ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

20 წუთიანი შესვენების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის ტყვეების საქმის განხილვა განახლდა. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპზეა. პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის,  გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს და საფუძვლად "მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს" ასახელებს.

ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვენ, გააუქმოს გამოყენებული პატიმრობა და არ გამოიყენოს არც ერთი აღკვეთის ზომა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დარბაზიდან დაკავებულები.

"ევროპული მომავლის დაცვის მიზნით აქციაზე მყოფი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს და დღემდე არაა ცნობილი, რას ედავებიან. ბრალდება იმდენად ზოგადია, რომ დაკონკრეტებაც კი ვერ მოხდა. გვიჭირს საუბარი, რას ედავება ბრალდება. რა არის ის უკანონო მოქმედება, რომელიც ანდრო ჭიჭინაძემ ჩაიდინა. თუ ვინმე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა აქციაზე, ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ამას ვიდეოებში ვნახავთ კიდეც." აღნიშნა პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა. 

საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს, რომელსაც 13 ტომიანი ბრალდების საქმე გუშინ დაეწერა და როგორც თავადვე ამტკიცებს, გაცნობაც მოასწრო. 

აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

[ფოტო: ნეტგაზეთი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი