ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11 ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.
დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.
ბრალდებამ დაკავებულების პატიმრობაში დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ მათი აღკვეთის გარეშე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა იყო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდების შეთავაზებაც.
11-ვე პირს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, იმის მიუხედავად, რომ არც ერთი მათგანი დაკავებამდე ერთმანეთს არ იცნობდა.
[ფოტო: ნეტგაზეთი]