ზუგდიდის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავჯდომარე, ანა წითლიძე საარჩევნო უბნებზე დასანიშნი კომისიის წევრების არჩევას არასამართლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ არჩეული კანდიდატები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან.
ყველა ის ადამიანი, ვის არჩევაზეც ჩვენი ცნობით დირექტივა "ქართული ოცნების" შტაბიდან იყო გაცემული, რომ ისინი ყოფილიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები, დღეს სიის წევრები არიან, რაც არის პირდაპირი კანონდარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, - ამბობს წითლიძე.
შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების პარტიული ნიშნით შერჩევაში ოპოზიციამ საოლქო კომისიები ბათუმსა და ქუთაისშიც დაადანაშაულა.