ბათუმის საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების წევრები დაჩქარებულო წესით აირჩია.
საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები კომისიის თავმჯდომარეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, უბნებში კომისიის წევრები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით დააკომპლექტეს, რაც ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
საარჩევნო კომისიის წევრებმა სხდომაზე არჩეული კანდიდატების სოციალური ქსელებიდან ამოღებული სტატუსები გასაჯაროვეს, სადაც ჩანს, რომ ისინი "ქართული ოცნების" აქტიური წევრები და მხარდამჭერები არიან.
კომისიის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან" ამბობენ, რომ ბათუმის საოლქო კომისიამ უბნებში არა ნეიტრალური, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები შეარჩია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე