"ქრისტი რომ მივიდა, ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე ხელით რამდენჯერმე ჩამარტყა ცხვირში... ცხვირი მაქვს გატეხილი" | "კრაბ კოფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

გამოქვეყნდა:

"ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი. ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, გინება დაიწყო ჩვენი მისამართით და ჩვენ ვკითხეთ, რა ხდება, ვის აგინებო. დაახლოებით 10 მეტრში ვიდექით და შორიდან დაიწყო გინება და შორიდან მივედით - რა ხდებაო. ჯერ ქრისტი მივიდა ახლოს და ის გამოიქცა, ახტა და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე, რომ ურტყამდა - მივედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით 4-5-ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. ცუდად მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერ დავიჯერე რა მოხდა. დავიწყე ყვირილი და ამაზე მოვიდა ხალხი. ცხვირი მაქვს გატეხილი და 3-ზე მივდივარ ოპერაციაზე. პირველად დავინახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ძალიან აგრესიული იყო".

- ამბობს "კრაბ კოფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი "ტვ პირვეთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "კრაბ კოფის" მეპატრონე, რომელიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდება, წერდა, რომ მას და მის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი