"კრაბ კოფის" მეპატრონე, რომელიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდება, წერს, რომ მას და მის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მეგობრებო, დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ", - წერს ჯგუფ "დაიტოვეში" ქრისტი პირველი.