"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ ლიდერებს. მადლობა თქვენი ძლიერი სიგნალისთვის, ძლიერი მხარდაჭერისთვის ომის დაწყების დღიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბოლო პერიოდშიც. მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს, მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ ოჯახებს და კარგია, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა".
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტზე იმყოფება და სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.