რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემი, მზად ვარ ვიბრძოლო | კასრაძე

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმარმა ვეფხია კასრაძემ, დღეს, სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს მიმართა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოლიგარქის პოლიციის თანამშრომლები მასთან სამსახურში მივიდნენ და მის თანამშრომელს ჰკითხეს ის იყო თუ არა ვეფხია კასრაძე, რაზეც მან უპასუხა რომ არა. რეჟიმის პატიმარმა სასამართლოში სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ მას თავისუფლად შეეძლო თავისი ვინაობა დაემალა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკან გაეშვა, რადგან ისინი ვერ იცნობდნენ, მაგრამ არ იკადრა.

"მე რა შემიძლია ვთქვა, მე მინდა რომ სიმართლე დადგინდეს და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან ქვეყნად ვაქციოთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები, რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემი, ამისთვის მზად ვარ. სანამ სამართლიან ქვეყნად არ იქცევა, მანამდე ვაპირებ კანონიერად ბრძოლას," - განაცხადა კასრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვეფხია კასრაძისა და 7 რეჟიმის პატიმრის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი