სასამართლომ "მთავარი არხის" თანამშრომლებზე თავდასხმისთვის 2 პირს 2 000-2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გამოქვეყნდა:

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში "მთავარი არხის" ჟურნალისტ, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორ, ნიკა გვალიაზე თავდასხმის ფაქტზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო და 2 000-2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბიბიამ მიიღო.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა 2023 წლის, 26 აგვისტოს მოხდა, როდესაც ისინი ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. როგორც ემა გოგოხია ჰყვება, 15-მდე თავდამსხმელს ისინი ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული და ითხოვდნენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო. მათ მედიის წარმომადგენლებს დაუმტვრიეს კამერა, წაართვეს აპარატურა და ტელეფონები, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

საქმეში სხვა პირებზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

"მთავარი არხი" ამ გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი