სტიკერის გაკვრაზე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტისთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

ბათუმის სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მარტს გაგრძელდება.

იქამდე კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას, სასამართლოში  მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვეს, რასაც  კატეგორიულად არ დაეთანხმა შსს-ს წარმომადგენელი. მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაცხადა, რომ ღიად ტოვებს შუამდგომლობას.

მზია ამაღლობელს ოლიგარქის პროკურატურა 14 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავება.

დღევანდელ სასამართლოს  ლიეტუვის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საპატიმროდან დისტანციურად ჩაერთო მზია ამაღლობელიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი