გიორგი ბაჩიაშვილისთვის, საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." აცხადებს უწყება.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილს მესამე - საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენეს და სამივე საქმეზე - ე.წ. ბიტკოინების, მტკვარი ჰესისა და საზღვრის კვეთის - დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.