რეჟიმის ტყვეს, ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს - ამის შესახებ მისი ძმა, ლაშა კაცია სოციალურ ქსელში წერს.
"...ნიკუშას დასტურს არ ეუბნებიან პაემანზე, ჩვენ ვრეკავთ ცხელ ხაზზე რომ გავარკვიოთ დრო და თარიღი და ახალი ბრძანება გვაქვს არ გავცემთ მაგ ინფორმაციასო.
კიდე ბევრი დეტალია რასაც ნიკუშას წერილებში ვკითხულობ და პირობას ვდებ მაგრად განანებთ ყოველ თქვენს საქციელს!!!
ბრძოლა არის და იქნება ბოლომდე" წერს ლაშა კაცია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმის პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".
ალტერნატიული ექსპერტიზით, რომელიც სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.