სასამართლომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.