თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრების საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. საუბარია ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ბრალდების საქეზე, რომლებსაც რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პროცესზე დასასწრებად საქალაქოში აშშ-ისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა უცნობია, მიეცემათ თუ არა მათ სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება, რადგან წინა სხდომა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნაწილობრივ დახურა, რასაც დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
პირველი შუამდგომლობა, რასაც დაკავებულების ადვოკატები დააყენებენ, სწორედ სხდომის გახსნის მოთხოვნა იქნება. უფლებადამცველები, საქმის აბსურდულობიდან გამომდინარე დაკავებულების გათავისუფლებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, 11-ვე პირი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი დაკავებამდე ერთმანეთს არ იცნობდა, ჯგუფური დანაშაულის მუხლი წაუყენეს.