"ხვალ დაგვაკავებენ" | ჩიკვაიძის ცნობით, მას და მის ბიზნესპარტნიორს სასამართლო ჩაუნიშნეს, სადაც გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, ხვალ სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს და პროკურატურა ერთადერთ მოთხოვნას აყენებს - აღკვეთი ღონისძიების გირაოს, პატიმრობით შეცვლას. ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე იზა კელენჯერიძე დაკვეთას შეასრულებს და ხვალ დააკავებენ:

"მე და ჩემი საქმიანი პარტნიორი არც კი დავუკითხივართ, ისე წაგვიყენეს ბრალი. დღეს გავიგეთ, რომ ხვალ უეცრად ჩაინიშნა ჩვენი სასამართლო პროცესი, ერთი მიზეზით, რომ პროკურატურა აყენებს  შუამდგომლობას, რომ აღკვეთი ღონისძიება გირაო, შეგვიცვალონ პატიმრობით. რა თქმა უნდა, დამნაშავე ქალბატონი ამას დაუყოვნებლივ შეასრულებს, რადგან მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის კლანის მოსამართლე. მზად ვართ ამ დაკავებისთვის, არანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ. ხვალ დაგვაკავებენ, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. კმაყოფილი ვარ, რომ ამ სამ დღეში მოვახერხეთ და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ჩამოშლილია ეს რეჟიმი თავის სტრუქტურებიანად“, - განაცხადა ჩიკვაიძემ. [ ტვ პირველი].

შეგახსენებთ, ჩიკვაიძე ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებს სავარაუდოდ მასზე თვალთვალისა და ადევნების ამსახველ ვიდეომასალებს. ჩიკვაიძის თქმით, სუს-ის მუდმივად აკონტროლებს მის გადაადგილებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი