თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამჯერად ირაკლი პაპიაშვილის მანქანას ჩხრეკენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამჯერად ირაკლი პაპიაშვილის მანქანას ჩხრეკენ. ჩხრეკისას ამოიღეს დაახლოებით 5 ათასი დოლარი. 

როგორც პაპიაშვილმა განმარტა, თანხა ადვოკატის გასამრჯელოა. მისი თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დააკავებდნენ, შესაბამისად უფლებადამცველისთვის ასანაზღაურებელი ფული თან წამოიღო. 

იქამდე კი საგამოძიებომ თავად პაპიაშვილი გაჩხრიკა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობაში. არსებული ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს პაპიაშვილის სახლშიც.

შეგახსენებთ, პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორია. ჩიკვაიძეს ოლიგარქის მოსამართლემ დღეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა, პაპიაშვილს კი ისევ გირაო დაუტოვა.

თუმცა, არ არის გამორიცხული მათ წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყოს საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობასთან დაკავშირებით. პროკურატურის მტკიცებით, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი სადახლოს გამშვებ პუნქტთან გადაადგილდებოდნენ.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს დაპატიმრებული ჩიკვაიძის სახლში, საგურამოში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი