ოლიგარქის სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ.
სხდომას რეჟიმის რვავე პატიმარი ესწრება. მათ შემოყვანას დარბაზში ტაში მოჰყვა - შეძახილებით "მადლობა ბიჭებო", "მადლობა ბრძოლისთვის".
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.