"ყოველი ეტაპირების დროს, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" | რეჟიმის ტყვე, არჩილ მუსელიანცი

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მუსელიანცმა დღევანდელ პროცესზე მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოში ყოველი ეტაპირების წინ და შემდეგაც, აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ - "ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება..." მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძეს რეჟიმის პატიმარმა. მისივე თქმით, არ აძლევენ საწერ კალამსა და ფურცელს. 

"არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება. მერთმევა საწერი კალამი, მერთმევა ფურცელი, ხომ შემიძლია აქ მოვიტანო, მაგრამ ყოველი პროცესის დროს მერთმევა საწერი კალამი და მერთმევა საწერი ფურცელი. 

ისევ ისე შეურაცხმყოფელი მოპყრობა მიმდინარეობს. ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - თქვა მუსელიანცმა დღევანდელ პროცესზე.

მუსელიანცის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. 

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით - 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი