ოლიგარქის სასამართლოში რეჟიმის 8 პატიმრის წინასასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ