ავარია თელავის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო. 

შემთხვევის ადგილი ექსპერტ- კრიმინალისტებმა დაათვალიერეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი