"ჩემს თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს დაესხნენ თავს... ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა, ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა, დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ" | ნენსი ვოლანდი

გამოქვეყნდა:

"დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ნენსი ვოლანდის ინფორმაციით, ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, გოგებაშვილს სცემდნენ და თან ვიდეოს უღებდნენ.

"ჩემს თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს დაესხნენ თავს!

ლაშას ხუმრობის ვიდეო გემახსოვრებათ. ლაშა ციხეშიც ყავდათ გამოკეტილი სრულიად უსამართლოდ და ახლა ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა. “ვისი საყვარელი ხარ” შენო და ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა. დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ რომ მერე მათ ბატონებს მიუბრძანონ კუდის ქიცინით რომ იმათმა თავზე ხელი გადაუსვან!

გპირდებით, რომ თქვენი აღსასრული მალე დადგება და იმაზე 100-ჯერ სასტიკი იქნება ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვიკეთებთ! ვერავის გააჩუმებთ მაგით, მხოლოდ ბრაზს იწვევთ!" | წერს ვოლანდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი