ხელვაჩაურის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 16- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთაბათუმის ტერიტორიაზე განათავსა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი