ტრამპმა კიტ კელოგი უკრაინაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა მისივე სოციალურ ქსელ Truth -ზე გაავრცელა:

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად. გენერალი კელოგი, უაღრესად პატივცემული სამხედრო ექსპერტია, უშუალოდ შეხება ექნება პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის მათ კარგად იცნობს და ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ვულოცავ გენერალ კელოგს!" წერს ტრამპი

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, კელოგი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო  უკრაინასა და რუსეთში, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან, რუსეთის მოთხოვნით მოხსნეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი