სერბეთის პრეზიდენტის თქმით, შაბათის საპროტესტო აქციაზე 56 ადამიანი დაშავდა - ალექსანდრ ვუჩიჩს ამ წუთებში საგანგებო მიმართვა აქვს. ვუჩიჩის თქმითვე,დაკავებულია 22 პირი. ვუჩიჩმა აქციის მონაწილეები სამართალდამცველებზე თავდასხმისა და პროვოკაციების მოწყობის მცდელობებში დაადანაშაულა.
ვუჩიჩი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, ვინაიდან იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხია.
ბელგრადში 15 მარტს მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება იყო.