"რუსეთი არ ტოვებს იმ ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვს მოუწოდა "მკაფიოდ უპასუხოს" უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და აღნიშნა, რომ  "რუსეთი არ ტოვებს იმ ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა" - ამის შესახებ მაკრონმა ბრიტანეთის პრემიერის ინიციატივით გამართული უკრაინის მოკავშირეთა ონლაინ-სამიტის შემდეგ განაცხადა. 

"რუსეთი არ ტოვებს იმ ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ პასუხობს შეერთებული შტატების და უკრაინის წინადადებებს. ის აძლიერებს საომარ მოქმედებებს. პრეზიდენტ პუტინს სურს მიიღოს ყველაფერი და შემდეგ მოლაპარაკება. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, რუსეთმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს და ზეწოლა უნდა იყოს მკაფიო შეერთებულ შტატებთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად..."- ამბობს ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, რუსეთს ამ დრომდე არ გაუცია ოფიციალური პასუხი იმ შეთავაზებისთვის, რომელსაც უკრაინა უკვე დათანხმდა. საუბარია საუდის არაბეთის 11 მარტის მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებულ წინადადებაზე - 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინულ მხარეს აშშ-მა წარუდგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი