გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ოლიგარქის პროკურატურამ 5 ფონდი დააყადაღა, პრორუსული საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" სარჩელით 18 იანვარს მიმართა. ოლიგარქის მორჩილმა საგამოძიებო უწყებამ კი გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.
პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში წერდა, რომ გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ: