"პუბლიკის" რეპორტიორი, რომელსაც აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოლიგარქის სასამართლომ "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო

გამოქვეყნდა:

"პუბლიკის" რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც 28 ნოემბრის ღამეს ნიღბიანებმა და სპეცრაზმელებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოლიგარქის სასამართლომ "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენშვნა გამოუცხადა.

რეჟიმი სამინისტრო ქეშელაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა – ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი 29 ნოემბერს, პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა და ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი