გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძმები დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. 

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა კაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.  მოკლულის ოჯახის მონათხრობით, ძმებმა ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა ნიკა ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და  გაგუდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი