112-ის კამერებით, რომლებიც არ მოგვცეს, შეგვეძლებოდა საქმიდან გამქრალი პოლიციელების იდენტიფიცირება, მათ შორის ორი მაღალჩინოსანია, ერთ-ერთზე მგონია, რომ მან ჩამიდო [ნარკოტიკი] | ახობაძე

გამოქვეყნდა:

"კითხვა მაქვს გობეჯიშვილთან: "მაგნიტსკის სიას" აღიარებთ? დიახ, საქმესთან ახლოსაა. პასუხის გაცემა უჭირს, როგორც ჩანს აღიარებს. ვერტიკალურად მართვადი სისტემა, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მკაცრი ვერტიკალი, რომლის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეც არის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანილი და მე მგონი ახსნა არ მჭირდება ეს რა სიაა. როდესაც აქ ბრალდებული, თქვენ სახელმწიფოს სახელით წარადგენთ ბრალდებას, აცხადებს, რომ მის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება, და როდესაც იმ უწყების თანამშრომლები რომელთა უფროსიც არის შეტანილი "მაგნიტსკის სიაში", თქვენ საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც უნდა გაგიჩნდეთ იმის სურვილი და მოტივაცია, რომ მე რაზეც ვლაპარაკობ, გამოგეძიებინათ. რა ინფორმაციას მიიღებდით ამით? 112-ის კამერები, რომლებიც ჩვენ არ მოგვცეს, დაადგენდა და იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდენდა, რომელიც იქ იყო ჩემი დაკავებისას. ასევე, დაადგენდა რაოდენობას, მათ შორის პოლიციელებისას. ამის შემდეგ შეგვეძლებოდა იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება, რომელიც საქმიდან გამქრალები არიან საერთოდ და არ ჩანან, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი. ერთ-ერთზე მგონია, რომ პირდაპირ მან ჩამიდო [ნივთიერება]. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავადგენდით რომელი საპატრულო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული, იმ საპატრულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს პირადობის მოწმობაზეც ჰქონდა ხელი მოკიდებული, სადაც დატოვა როგორც თავისი თითის ანაბეჭდი, ასევე დნმ-ის კვალი...

ამას გარდა, იმ რაღაც ნივთებზე, რომელიც ჯიბეში მომითავსეთ, სანამ ჩემამდე მოვიდოდა აუცილებლად ექნებოდა ხელი მოკიდებული რომელიმეს, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა. მათ შორის, შეიძლებოდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარების საშუალება იმ დნმ-ზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ ამ ნიმუშებზე არის დნმ რომელიც არ არის ინფორმატიული, თანხვედრაში ვერ მოდის ჩემს დნმ-თან, ანუ სხვა დნმ-ია. მე თუ მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებინა პირები, რომლებსაც პოტენციურად ეგ ნივთები ეჭირათ ხელში, თითს დავადებდი ვის ხელში იყო ეს ნივთები, რომლებიც ჩემს ჯიბეში მოათავსეს. არც თქვენ მოინდომეთ ამის გამოძიება. გამოძიება დაიწყეთ იმაზე, რაც საჯაროდ განგიცხადეთ რომ კანონი დაირღვა? ეს ხომ გევალებათ "საპროცესო კოდექსის" მიხედვით, გუშინ წავიკითხე, ვიმეცადინე. თქვენც რომ იმეცადინოთ არ გაწყენდათ...

კოდექსში გიწერიათ თანაბარი გამოძიების უფლებები გვაქვს. ერთადერთი განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ გარკვეული მტკიცებულებები, რა სისულელეა 112-ი არ მოგცემთ? ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, მაშინ, როცა კოდექსში წერია, რომ თანასწორად შეგვიძლია ჩვენ მოვიპოვოთ მტკიცებულებები...

ამ დარბაზში ერთადერთი სიმართლეა, რომელსაც ვამბობ მე. თქვენ თუ გინდათ, რომ დაამტკიცოთ, რომ ვიტყუები - ამას გამოძიება უნდა, მაგრამ ეს არ შეგიძლიათ, რადგან ყველა ნაბიჯზე გაქვთ შეცდომები დაშვებული" 

- ამის შესახებ სასამართლო პროცესზე რეჟიმის პატიმარმა, გიორგი ახობაძემ ისაუბრა, რომელიც აქციბის მიმდინარეობისას დააკავეს და ნარკოდანაშაულს ედავებიან. ახლობაძე ოლიგარქის სასამართლო, დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი