მზია ამაღლობელის ადვოკატი სანქცირებული მოსამართლის აცილებას ითხოვს | ბათუმში დაპატიმრებული ჟურნალისტის სასამართლო მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს ესწრება დაპატიმრებული ჟურნალისტი, საქმეს კი დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი იხილავს. ამაღლობელს რეჟიმის პოლიციელზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. 

პროცესის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ პროცესს ჩამოშორდეს აღნიშნული მოსამართლე. ისინი ამბობენ, რომ სახელაშვილმა არასამართლიანი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებით. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ მოსამართლის განათლებასა და კვალიფიკაციასაც.

ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

პროცესის დაწყებამდე  ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციას გამართეს სასამართლოს წინ. 

დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6- ის ნახევარზე  მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გამოცხადდება განაჩენი. ჟურნალისტს პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

განახლება: მოსამართლე სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თავი არ აიცილა. მოსამართლემ დაადასტურა, რომ არ აქვს ჩაბარებული სისხლის სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, თუმცა ისიც დაამატა, რომ კანონმდებლობა მოსამართლეს ამას არ ავალდებულებს - "არცერთი ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართალში საკვალიფიკაციო გამოცდა და ეს არ არის შეზღუდვა" - თქვა სახელაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი