"მიგრაციის დეპარტამენტმა "ვივა მედთან" ერთად სპეცოპერაცია ჩაატარა - შეეცადნენ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას არასათანადო კვების მიწოდებით" | ქათამაძე

გამოქვეყნდა:

ბათუმის აქციების მედროშე, რეჟიმის პატიმარი თემურ ქათამაძე ოლიგარქის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოვიდა და მიგრაციის დეპარტამენტსა კლინიკა ვივა მედს ბრალდებები წაუყენა:

"ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, 4 მარტს სამკურნალოდ გადამიყვანეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მიგრაციის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სკანდალური სპეცოპერაცია კლინიკა "ვივამედის" ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ერთად შეეცადა, ჩემი კუჭის, ორგანოების დაზიანებით განზრახ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით. ეს ჩემნაირი, 48 დღიანი მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო.

5 მარტს, ღამე მე "ვივამედის" ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა. ორმხრივი, ანუ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და "ვივამედის" მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხით,ზეწოლის შედეგად ჩემი ნებისყოფა გატყდა და მოიპოვეს მათზე სრული დამორჩილება. ამის საფუძველზე იძულებით, ჩემი კვებითი აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა "ვივამედში" და დავბრუნდი უკან, მიგრაციაში. კლინიკიდან მიგრაციაში წამოვიღე ხუთი კვების კონტეინერი, რომელიც ჩემ ოთახში, შემდეგი პროცესებისთვის მტკიცებულების სახით არის განთავსებული," - აცხადებს თემურ ქათამაძე [ipn.ge].

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ქათამაძემ 48 დღიანი შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.

ოლიგარქის სასამართლო დღეს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი