21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა | შენგელიამ სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა

გამოქვეყნდა:

21 წლის  გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ დანაშაული აღიარა. დღეს გამართულ აღკვეთის ღონისძიების სასამართლოზე მან თქვა, რომ დანაშაულის ადგილიდან იმ მიზნით გაიქცა, რომ შეშინებული იყო: 

“ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი… მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს”, - თქვა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

მოსამართლემ შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდების მხარემ პროცესზე აღნიშნა, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ახალაიასთვის მიყენებული ჭრილობით დაზიანდა ღვიძლი, რის შედეგადაც გიორგი ახალაიას გარდაცვალება დადგა. პროკურორის თქმით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ადვოკატი კი შენგელიას 10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი