მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, ხელყუმბარა არ აფეთქებულა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
"შემზარავი თავდასხმის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დგანან. მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, თუმცა ბიზნესმენმა მათ უარი უთხრა", - წერს მედია.
გამოცემა ბიზნესმენის ვინაობას არ ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.