ზუგდიდში, სუპერმარკეტ "ლიბრესთან" მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
პოლიციისთვის სავარაუდო დამნაშავე ცნობილია, მის სახელსა და გვარს დაჭრილიც ასახელებს.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. სავარაუდოდ, დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.
ჩვენი ჯგუფი ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს განცხდება არ გაუვრცელებია.
ავტორი: ემა გოგოხია