"რეალიზაციას ეწეოდნენ ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზითაც" | ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 9 პირს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე ბრალდებულები აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით.

5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით, 261-ე და 18, 261-ე მუხლის მეშვიდე, მერვე ნაწილებით, ხოლო 2 პირს 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. ხოლო ნაწილის მიმართ, სადაც არ დგინდებოდა გასაღების მიზანი, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, რაც უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა საპატიმრო გირაო სხვადასხვა თანხის ოდენობით." აცხადებს პროკურატურა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი