"ტომოგრაფიის დასკვნით, მისი დაავადება პროგრესირებს, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა" | ოლიგარქის სასამართლომ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ ანტონ ჩეჩინი ისევ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა:

"ტომოგრაფიაში მითითებულია სხვადასხვა გამოკვლევები, მათ შორის ტომოგრაფიის პასუხები, შესაბამისი დასკვნა და შედარებულია წინა ტომოგრაფიის დასკვნასთან, რომელიც ჩატარდა მაისის თვეში და  აშკარად პროგრესირებს ის დაავადება რაც ამ ადამიანს სჭირს. ეს გარემოება უნდა გამხდარიყო სასამართლოს მხრიდან იმის საფუძველი, რომ გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა, გირაოს ნაწილს ვგულისხმობ, თუმცა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა სასამართლომ" ამბობს ჩეჩინის ადვოკატი. 

ჩეჩინს ოლიგარქის პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა დაცვის მხარის თქმით, ახალგაზრდა აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. 

ანტონ ჩეჩინი საქართველოში უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. ის რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო იდევნებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი