ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი მოკლა - "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა და არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.