ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და უჩივის

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი გოჩა მჟავანაძე ავრცელებს:

"როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი. ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო..." წერს მჟავანაძე.

ინციდენტზე წერს ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში და ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ მას პროვოკაცია მოუწყო: 

"იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, - წერია ქათამაძის წერილში, რომლის სრულ ვერსიასაც მჟავანაძე აქვეყნებს

ნინო ნადირაძემ კლინიკაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ჩვენება მისცა და ამ ჩვენების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში ქათამაძის პროცესი ჩაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი