"ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან" | ხმაური რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა -  "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლე, პროკურორი, ცრუ მოწმეები, ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან, არ ეცოდებათ? ჩახედონ თავიანთ შვილებს თვალებში" - ამბობს მათეს ბებია.

ოჯახის წევრების თქმით, მოწმეებმა ცრუ ჩვენებები მისცეს:

"იმ ტყუილებმა რაც ილაპარაკეს, ორივე მოწმემ, ფაქტები ერევათ, აირივნენ-დაირივნენ ერთმანეთში და სრული აბსურდი ილაპარაკეს , არ ემთხვევა ფაქტები ერთმანეთს  არ მესმის ეს რანაირის სასამართლოა" ამბობს მათე დევიძის ოჯახის წევრი   

დღევანდელ პროცესზე "დაზარალებული" პოლიციელი ლევან კოდელაშვილი გამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ მათე დევიძემ აქციაზე "ჯოხი ხელში ჩაარტყა", რის შედეგადაც "ხელის მტევანი ოდნავ შეუწითლდა" - "დარტყმის შედეგად როგორც გრძნობენ ტკივილს, ისეთი ტკივილი განვიცადე, საკმაოდ ძლიერი".  

მათე დევიძეს ოლიგარქის რეჟიმი სამი პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

[ფოტო-სქრინი "პუბლიკას" ვიდეოდან]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი