"ვინც ლაპარაკობთ გაჩუმდით, ვინც ჩუმად ხართ არ ილაპარაკოთ, თორემ პროკურატურა მოვა... "| ივანოვ-ჩიქოვანი ბორდის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ზეწოლა და დაშინების მცდელობა. რომ იცოდეთ, ჩუმად იყავით, ან ვინც ლაპარაკობთ გაჩუმდით, ვინც ჩუმად ხართ თქვენ საერთოდ არ ილაპარაკოთ, თორემ პროკურატურა მოვა..." - ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ - ჩიქოვანი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მუქარას.

ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ თანამშრომლებს შორის, ვისი საქმის "მოკვლევის" რეკომენდაციით, მაღლაფერიძის ბორდმა ტელევიზიის მენეჯმენტს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ჩიქოვანი ბრალდებებს "ისაუბრეს" პლატფორმებზე უპასუხებს:

"დიდი სიამოვნებით გავივლი IQ ტესტს სამეურვეო საბჭოს ნებისმიერ წევრთან ერთად. გამიძიოს აბა პროკურატურამ ჩემს უკან მართლა მასონები ხომ არ დგანან და მე ხომ არ ვარ თბილისის ლოჟის თავმჯდომარე?" ამბობს ივანოვ- ჩიქოვანი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბორდის მიმართვის პასუხად დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების "განცხადებები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი