"მათი განცხადებები აზიანებს ჩვენს იმიჯს, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე" | საზმაუ თანამშრომლების ნაწილზე

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების ნაწილზე განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ "მათი საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიის იმიჯს ზიანს აყენებს".

მათი თქმით, ეს "ვერ დარჩება რეაგირების გარეშე".

"საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე", - წერს პირველი არხი.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ამას მენეჯმენტი "დამოუკიდებლად მიიღებს".

"რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ის იქნება მიღებული მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთან", - წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა დაასრულა და მენეჯმენტს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ "სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი