ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას, ყველა მათი "მტკიცებულება" ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს | ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

"ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას იმ მტკიცებულებებისთვის, რაც წარმოადგინეს. აბსოლუტურად ყველა მათი "მტკიცებულება" ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს. 

მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმ გამოკითხვის ოქმებზე, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენ საქმეში თანდართული იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც აქ ჩემ გვერდზე არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.

უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ეს გამოკითხვის ოქმები ამ საქმეში.

ჩვენ დაახლოებით 4 თვეა ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ, მათივე ლოგიკით - წინ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, მაგრამ რა უნდა დაემატოს? არაფერი არ არსებობს. ჩვენ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ისიც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც აიტანთ და დაველოდებით, უბრალოდ  ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და რაღაცა მაინც  წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია და მართლა არაფერი არ არის. პრობლემა არ არის, დაველოდებით. დისკომფორტიც არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის. 

დავამთავრებ იმით, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში სოლიდარულია თითოეული პატიმრის და ერთმანეთის მიმართ. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანია საზოგადოების მშენებლობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს.

გამომძიებელი მაინც ხომ შეიძლება მოსულიყო 4 თვის განმავლობაში, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა. ამ შემთხვევაში ჩემ თავზე ვიტყვი, არავინ არ მოსულა და იქნებ იაკუძას ლიდერი ვარ. "

მიმართა რეჟიმის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოს დღევანდელ პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი