დაზარალებული: თბილისში, ელიავას ბაზრობაზე 19 მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე 19 მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ფული - ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს, ერთ-ერთი დაზარალებული აწვდის. მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ადგილზე მისულ დამსაქმებლებს მაღაზიები გატეხილი დახვდათ. როგორც ის ამბობს, კამერების ჩანაწერებში ჩანს 3 სავარაუდოდ არასრულწლოვანი, ჰუდებითა და პირბადეებით, რომლებიც მაღაზიების კარს აღებენ და შიდა სივრცეებში შედიან. სხვადასხვა ობიექტიდან, სხვადასხვა ოდენობის თანხაა წაღებული. უფრო კონკრეტულად, გაქურდულია გათბობა- გაგრილების სექციის პირველი და მეორე რიგი. დაზარალებულის ცნობითვე, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით, ინფორმაციას შსს-დან ველოდებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი