ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქოში ელენე ხოშტარიას სასამართლო, ხოშტარიას გარეშე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ადვოკატის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხოშტარიას გარეშე მიმდინარეობს. ადვოკატმა თეო ზაქარეიშვილმა ხოშტარია თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ მოინახულა. ხოშტარიასთან ამჟამად "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთ ლიდერი, ნიკა გვარამია და ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი იმყოფებიან. [ ტვ პირველი]

"ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელენე თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ეს სახელმწიფოს იმ რეპრესიული მექანიზმის გაგრძელებაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იყენებს და იყენებს, ყველას წინააღმდეგ, ვინც პროტესტში მონაწილეობს“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით, ოლიგარქის შსს-მ ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. იქამდე კი ელენე ხოშტარიას წერილიდან ცნობილი გახდა, რომ დაკავების შემდეგ მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ხოშტარია წერს, რომ დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, შეუკრეს ხელები, ორმა პოლიციელმა ნინო ჩხარტიშვილმა, სალომე ლაშხიამ და კიდევ ერთმა, სრულად გამაშიშვლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი