მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 7 აპრილს გაიმართება | ცნობილია შემდეგი ოთხი სხდომის თარიღებიც

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იყო. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ოლიგარქის მოსამართლემ შემდეგი ოთხი სხდომის თარიღებიც გამოაცხადა - 14 აპრილი, 28 აპრილი, 8 და 16 მაისი. ყველა პროცესი 13:00 საათზე არის ჩანიშნული. 

რეჟიმის პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანი ირაკლი დგებუაძე ამტკიცებს, რომ ამაღლობელის გაწნულმა სიამ "ტკივილი მიაყენა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი